Sunday, October 7, 2018

ტრენინგის III დღე

ტრენინგის მესამე დღე ყველაზე ინფორმაციული და სასარგებლო რჩევების მომცემია ჩემთვის. გავეცანით ერთმანეთის პროექტების იდეებს. გავუზიარეთ რჩევები და გამოცდილებები . ამ საუბრის დროს ძალიან ბევრი ახალი იდეა დამებადა და ვფიქრობ, რომ პროექტის თემის არჩევა დღეს უფრო გამიადვილდება. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. გავიაზრეთ რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  გავეცანით ამ კითხვების ფორმულირების ეტაპებსა და სტრუქტურას. ამ კუთხით კითხვებზე დაფიქრება სასწავლო პროცესში უფრო მეტად დამეხმარება მიზნის მიღწევაში.ვისწავლეთ ბროშურის დამზადება და ბლოგზე ატვირთვა.

2 comments:

  1. ნინო, მომეწონა შენი პროექტი. ვფიქრობ, საინტერესო გამოვა.აქტიური ხარ, საინტერესო თემები და იდეები გაქვს! წარმატებას გისურვებ!

    ReplyDelete
  2. წარმატებას გისურვებთ

    ReplyDelete