ტრენინგის პირველ დღეს ვისაუბრეთ ზოგადად ტრენინგის შინაარსზე, ძირითად მიმართულებებსა და საჭიროებებზე.
ვნახეთ ვიდეო პროექტებით სწავლების უპირატესობაზე და სწავლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საჭიროებაზე.
გავიგეთ , როგორ უნდა შევქმნათ პროექტისთვის საჭირო საქაღალდეები და როგორ დავახარსიხოთ საქარალდეებში ჩვენ მიერ მოპოვებული და შექმნილი მასალები.
ჩემთვის საინტერესო იყო ასევე, ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელო და მასში მოცემული რესურსები, რომლებიც , ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება შემდგომში პროექტის წარმატებულ დაგეგმვა-განხორციელებაში.
გავეცანით პროექტის დაგეგმვის ეტაპებს, გავიაზრეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ეფექტურ გამოწვევას და საინტერესო ბროშურის მომზადებას .
იმედი მაქვს, რომ ტრენინგის დარჩენილი დღეებიც ასევე საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.
გისურვებთ წარმატებებს !
ReplyDelete