Sunday, October 7, 2018

ტრენინგის IX დღე


  

    ტრენინგის მეცხრე დღეს გავიარეთ მერვე მოდული, რომელიც სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენებას ეხებოდა. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და შევაფასეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკით.
   ინტელის ტრენინგზე დავრეგისტრირდი გაზაფხულზე და დიდი ინტერესით ველოდი.
ამ ტრენინგმა  საინტერესო და ახალი უნარ- ჩვევები შემძინა, დამანახა პროექტებით სწავლების დადებითი მხარეები, თუ როგორ შეიძლება უფრო საინტერესოდ და მრავალფეროვნად მივაღწიოთ თემის სიღრმისეულ შესწავლას.დავრწმუნდი, რომ პროექტებით სწავლება საკმაოდ რთული, მაგრამ ეფექტური და საინტერესოა. ამ ფორმით მოსწავლეების შინაგანი მოტივაციის გაზრდა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე უბრალოდ ტრადიციული ფორმატით მუშაობისას.
გავეცანი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამონათვალს, რომლის განვითარებაზე ზრუნვაც თითოეული მასწავლებლის აუცილებელი მოვალეობაა. ეს ის უნარ-ჩვევებია, ურომლისოდაც თითქმის შეუძლებელი და წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.
ვფიქრობ, ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
ტრენინგის მსვლელობისას გავეცანი ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას . დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია მაღალი დონის სააზროვნო უნარებზე მუშაობა. შევეცადე ჩემი პროექტის გეგმის შედგენისას ეს ფაქტი გამეთვალისწინებინა და შესაბამისად დავგეგმე თითოეული აქტივობაც.
გავეცანით პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის საჭირო საშუალების -ბუკლეტის ნიმუშებს და თავადაც დავამზადეთ ბუკლეტები.
პროექტზე მუშაობა რომ საინტერესოდ წარიმართოს აუცილებელია სწორად ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. კითხვების ეფექტურად დასმა განაპირობებს მოსწავლეების სიღრმისეულ აზროვნებას და სააზროვნო სასწავლო კონტექსტის შექმნას, რომ ამით სწავლის პროცესი უფრო მიზანდასახული და აზრიანი ხდება.
გავეცანი შეფასების სხვადასხვა ფორმ და სტრატეგიებს .განვიხილე კოლეგებთან თუ რა არის შეფასების მიზანი , რა მეთოდებია მისაღები ამ მიზნის შესასრულებლად,როდის გამოვიყენებ შეფასების შერჩეულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და როგორ გამოვიყენებთ მიღებულ შედეგებს .
 ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე,დიფერენცირებულ სწავლებაზე, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი თეორიაზე. ერთად დავგეგმეთ და გავუზიარეთ კოლეგებს საჭირო აქტივობები და მიდგომები, რომლებიც დაგვეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობისას.
ვისწავლეთ ბლოგზე ფაილების ატვირთვა და გამოყენება.
 ინტელის ტრენინგი მეტად  მრავალფეროვანი და საინტერესო იყო  ,რაც ტრენერის დიანა მიქაძის დამსახურებაა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი .

ტრენინგის VIII დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. გავეცანით სხვადასხვა ნიმუშს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტის განხორციელებისას. რამდენიმე მათგანი ძალიან მომეწონა და ჩემს კოლეგებსაც გავუზიარებ. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევეცადეთ დაგვესრულებინა ჩვენი პროექტის ძირითადი ნაწილი. გადავხედეთ ჩვენს გეგმებს, შევიტანეთ შესწორებები. გავუკეთეთ ერთმანეთის ნამუშევრებს უკუკავშირი და მივეცით სასარგებლო რჩევები.

ტრენინგის VII დღე

  საკმაოდ საინტერესო დღე იყო. ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები. გავაკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშევრებზე. ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე.ასევე, მოსწავლეთა ჩართვაზე შეფასების პროცესში. გავეცანით შეფასების გეგმას .ვნახეთ მოსწავლის შეფასების სხვადასხვა ფორმა/ჩეკლისტი. თითოეული ფორმა მოვარგეთ ჩვენს პროექტს.ვისაუბრეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და მათ ჩართულობაზე პროექტში. ვნახეთ მოდიფიცირებული შეფასების ფორმები. ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე. ვიმსჯელეთ , როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის თვითრეგულირებად სწავლას. 






ტრენინგის VI დღე

ტრენინგის მეექვს დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებების რაობასა და მის მნიშვნელობაზე. გავეცანით  წესებსა და პირობებს, რომლებიც გვეხმარება საკუთარი ნაშრომები დავიცვათ და თავადაც არ დავუშვათ შეცდომა კონკრეტული მასალის გამოყენებისას. შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმა.
გარდა ამისა, მეექვსე დღეს გავეცანით მოსწავლის ნამუშევრებს, რომლებიც პროექტის წარმატებით განხორციელებას ადასტურებს. ძალიან მომეწონა პრეზენტაციის ფორმა და ვფიქრობ ჩემი პროექტის განხორციელებისას აუცილებლად გამოვიყენებ.



 
 
 

ტრენინგის V დღე

ტრენინგის IV დღე




ტრენინგის მეოთხე დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ფოტოების ატვირთვა. შევქმენით ელექტრონული კითხვარი. ასევე, ბლოგზე ერთმანეთს დავუტოვეთ კომენტარები. შევეცადე  უკეთ ჩამომეყალიბებინა ჩემი თემისთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო  შეკითხვები.განვიხილეთ შეფასების ახალი მეთოდები.

ტრენინგის III დღე

ტრენინგის მესამე დღე ყველაზე ინფორმაციული და სასარგებლო რჩევების მომცემია ჩემთვის. გავეცანით ერთმანეთის პროექტების იდეებს. გავუზიარეთ რჩევები და გამოცდილებები . ამ საუბრის დროს ძალიან ბევრი ახალი იდეა დამებადა და ვფიქრობ, რომ პროექტის თემის არჩევა დღეს უფრო გამიადვილდება. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. გავიაზრეთ რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  გავეცანით ამ კითხვების ფორმულირების ეტაპებსა და სტრუქტურას. ამ კუთხით კითხვებზე დაფიქრება სასწავლო პროცესში უფრო მეტად დამეხმარება მიზნის მიღწევაში.ვისწავლეთ ბროშურის დამზადება და ბლოგზე ატვირთვა.

ტრენინგის I-II დღე

ტრენინგის პირველ დღეს ვისაუბრეთ ზოგადად ტრენინგის შინაარსზე, ძირითად მიმართულებებსა და საჭიროებებზე.
 ვნახეთ ვიდეო პროექტებით სწავლების უპირატესობაზე და სწავლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების  საჭიროებაზე.
 გავიგეთ , როგორ უნდა შევქმნათ პროექტისთვის საჭირო საქაღალდეები და როგორ დავახარსიხოთ საქარალდეებში  ჩვენ მიერ მოპოვებული და შექმნილი მასალები.
ჩემთვის საინტერესო იყო ასევე, ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელო და მასში მოცემული რესურსები, რომლებიც , ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება შემდგომში პროექტის წარმატებულ დაგეგმვა-განხორციელებაში.
გავეცანით პროექტის დაგეგმვის ეტაპებს, გავიაზრეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ეფექტურ გამოწვევას და საინტერესო ბროშურის მომზადებას .
   იმედი მაქვს, რომ ტრენინგის დარჩენილი დღეებიც ასევე  საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.